კონგოში გაერო-ს მანქანებზე თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი გარდაიცვალა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს კოლონაზე თავდასხმის შედეგად კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმას ელჩთან ერთად მყოფი პოლიციელის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

„ელჩი და სამართალდამცავი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტაბილიზაციის მისიის კოლონაში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათი ცნობით, კოლონას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და ელჩი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა გაეროს თანამშრომლების გატაცება სცადეს.

ლუკა ათანასიოს კონგოში იტალიის ელჩის თანამდებობა 2019 წლიდან ეკავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს