ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გადახედვას და მასშტაბების გაზრდას საჭიროებს

სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სწორი გაგებით, ისეთი დარგების აღდგენასა და განვითარებაში, რომლებიც სწორედ ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავანგრიეთ ამ 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ გადახედვა დაანონსა.

„ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გადახედვას და მასშტაბების გაზრდას საჭიროებს. პროგრამა თითოეული ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. სახელმწიფო უნდა ჩაერისო, სწორი გაგებით, ისეთი დარგების აღდგენასა და განვითარებაში, რომლებიც სწორედ ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავანგრიეთ ამ 30 წლის განმავლობაში. ვგულისხმობ სოფლის მეურნეობას, ადგილობრივ წარმოებას და ასე შემდეგ. არ შეიძლება, მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენ შეგვწევს უნარი და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენით ვაწარმოოთ ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის და ასევე სხვა სამრეწველო პროდუქტები.

მინდა შეგახსენოთ, რომ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ამუშავებდა, ყველა ქვეყანას არ შეუძლია თვითმფრინავების წარმოება. მესმის, რომ ეს წარსულია, მაგრამ ესაა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა გვქონდა, რა ვიყავით და როგორ მავნებლურად მოვექეცით, ჩვენივე ხელებით როგორ დავანგრიეთ აღნიშნული საწარმო. ასეთი მაგალითები უამრავია, ამიტომ ამ პოლიტიკას სჭირდება გადახედვა. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. გვაქვს გამონათებები, მაგრამ ეს არაა საკმარისი“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა