ირაკლი ღარიბაშვილი - მტრული სახელმწიფოს ინტერესები ხშირად ემთხვევა დესტრუქციული ძალის - სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნებსა და ამოცანებს

დღეს გვსაყვედურობენ, რომ თურმე სასამართლო იმართება კლანის მიერ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ჯარი, პოლიცია და სასამართლო სრულად დეპოლიტიზირებულია.

„ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. სრულად მოვახდინეთ დეპოლიტიზირება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების - პოლიციის, ჯარის, სასამართლოსი. დღეს გვსაყვედურობენ, რომ თურმე სასამართლო იმართება კლანის მიერ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენ კარგად ვიცით, რა ვითარებაში იმართებოდა სასამართლო სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ, ასეთი შენიშვნები და განცხადებები მე არ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ვაფასებთ მათ რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, ამას გავითვალისწინებთ. იდეალური არავინ არ არის, არც ერთი ხელისუფალი და არც შეიძლება იყოს იდეალური. მითუმეტეს, მოკლე პერიოდში, რა გზაც ჩვენ გავიარეთ, ვგულისხმობ ჩვენი მმართველობის 8 წელს. მუდმივი გამოწვევების, საბოტაჟის, დესტრუქციის, დესტაბილიზაციის მცდელობების გამკლავება გვიწევდა ყოველდღიურ რეჟიმში. ამ ფონზე გვეყო მტკიცე ნება და რეალური გადაწყვეტილებები მივიღეთ იმისთვის, რომ გაგვეთავისუფლებინა სასამართლო, პოლიცია, ჯარი თუ უსაფრთხოების სამსახურები წნეხისგან. დღეს პოლიცია არის ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს სამსახურში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, ნებისმიერი სამართალდარღვევა იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე! ჩვენ თუ გვსურს სამართლებრივი და ამავდროულად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ჩვენ ვართ ვალდებული დავიცვათ კანონი და ის ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს ჯარს, ჩვენს საამაყო ჯარს, რომელიც პირველად არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „მტრული სახელმწიფოს ინტერესები თუ ყოველთვის არა, ხშირად ემთხვევა ამ დესტრუქციული ძალის - სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნებსა და ამოცანებს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი არის ჯარი, პოლიცია, ეკლესია, ინსტიტუიების მთავარი საყრდენი, რომელზეც დგას სახელმწიფო. მტრული სახელმწიფოს ინტერესები, თუ ყოველთვის არა, ხშირად ემთხვევა ამ დესტრუქციული ძალის - სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნებსა და ამოცანებს. გავიხსენოთ, როგორი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მომსწრენი ვიყავით ჩვენ სულ რაღაც 9-10 წლის წინ. ჩვენ ყოველთვის ვისმენთ იმდენად ზღვარგადასულ ცილისწამებას, რომლის რეაგირების გარეშე დატოვებაც არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა