ევროკავშირი ალექსეი ნავალნის დაკავების გამო 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს

ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ალექსეი ნავალნის დაკავების გამო 4 რუს მაღალჩინოსანს პერსონალურ სანქციებს დაუწესებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორსა და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს დაუწესდებათ.

აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ერთი წლით აეკრძალებათ და ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ივ-როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და თავისუფლების 3.5 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა, რასაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა ათასობით ადამიანი დააკავეს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი