ანონსი 23 თებრევალი

23 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

23 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზო. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8.

23 თებერვალს, 11:30 საათზე, ახალგაზრდობის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის პროექტის "Skills4Jobs" ფარგლებში 1 250 000 ევროთი დაფინანსებული პროექტის „უნარები წარმატებისთვის" ფარგლებში, ღია კონკურსს აცხადებს.

მის.: ვაჟა–ფშაველას 76 ბ, ახალგაზრდობის სააგენტო.

საკონტაქტო: თეონა ლეკიშვილი- 571 027 070

23 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

http://www.parliament.ge/ge/media/anonsi/23-tebervalianonsi2021.page

23 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სასამართლო დავის დაწყება საქართველოს ცნობილ 3 წამყვან ტელეკომპანიის მიმართ:- პატივის ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფაზე,ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 000 მილიონის დაკისრების მოთხოვნით; საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიმართ ადმინისტრაციული სარჩელი ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე.

საკონტაქტო: 558 77 77 33

23 თებერვალს, 14:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის ლიდერის დაკავების ფაქტს გამოეხმაურებიან და განვითარებულ მოვლენებს შეაფასებენ.

მის: ჭოველიძის 4ა (ყოფილი #10, სასტუმრო „რუმსის“ გვერდით)

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა