კახა კახიშვილი - ზამთრის კურორტებთან მიმართებაში ბევრი რამ გაუგებარია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები უნდა გაიხსნას, ვიდრე სეზონი და კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა.

დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე დღეს პანდემიით შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით ადგილობრივ მოსახლეობასა და იქ მომუშავე ბიზნესს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები მცირედით შეუმსუბუქდება.

ასევე როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია მაშინ, როცა მაგალითად, ყაზბეგში მუშაობს სასტუმროები, რატომ არის კურორტები დაკეტილი ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, ასევე გოდერძის უღელტეხილზე.

„ზამთრის კურორტებთან მიმართებაში გრადაციის კუთხით ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია, იქნებ, არის სამართლიანი მიზეზები, რომელიც არ ვიცით და გაგვარკვიონ. მაშინ, როდესაც ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო და ის არ მიეკუთვნება სათხილამურო კურორტს, მუშაობს ჩვეულებრივ, ამ დროს ბაკურიანის, გოდერძისა და გუდაურის, ასევე მესტია სათხილამურო კურორტებია და ისინი დაკეტილია. ასევე, თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია გაიხსნას ამ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება მაგალითად, ტრასები, სად არის ლოგიკა? ადამიანი ამ კურორტებზე ჩადის იმიტომ, რომ ტრასით ისარგებლოს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამათან, კახა კახიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ყოველთვის არ არის თოვლი, ახლა კი, სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის ხელსაყრელი დროა.

„ახლა არის თოვლი და ახლა არის მათი დრო. იმ პირობებში, როცა ადამიანებს კრედიტი აქვთ აღებული, ხომ არ შეიძლება, შევუქმნათ პირობები, რომ ერთი მხრივ, მცირედით მაინც ამოისუნთქონ და შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები, მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უკვე წელიწადია, დათრგუნულია, უბრალოდ გარკვეული ხალისი მიეცეს და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვროს“, - განაცხადა კახიშვილმა სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა