კახა კახიშვილის განცხადებით, 18 წლის ასაკის შშმ პირების მშობლებს სახელმწიფო დახმარების მისაღებად, სასამართლოებში სიარული არ უნდა უწევდეთ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ 18 წლის ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო დახმარების მიღების პროცედურები უნდა გამარტივდეს და ამის გამო, მათ მშობლებს სასამართლოებში არ უწევდეთ სიარული.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, მასთან შეხვედრაზე მოსახლეობა ამ პრობლემის გამო ხშირად გამოთქვამს წუხილს და ეს საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„როდესაც მოსახლეობასთან დავდიოდი შეხვედრებზე, ძალიან ბევრი წუხილი მოვისმინე ადამიანებისგან, რომლებსაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები. ფაქტობრივად ნონსენსია, როცა 18 წლამდე ასაკის ადამიანი იღებს სახელმწიფო დახმარებას და 18 წლის შემდეგ მის მშობელს უწევს სასამართლოებში სიარული და დამტკიცება იმისა, რომ ერთადერთი მზრუნველია, რათა დახმარება მიიღოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ადამიანებისთვის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრს მოუაროს, თუ სასამართლოებში იაროს და ცნობები წარადგინოს. ხომ არ შეიძლება, გამარტივდეს ეს პროცედურები. მით უმეტეს, როცა იზრდება ადამიანი, ხარჯი უფრო მეტია. ლოგიკას მოკლებულია, თუ 18 წლამდე არ სჭირდება სასამართლო, 18 წლის ასაკის შემდეგ, რატომ არის ეს საჭირო“, - განაცხადა დეპუტატმა კახა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა