ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე - ყოველ ასეთ გამოვლინებაზე მკაცრი პოზიცია გვექნება, აღარავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ!

დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე - ყოველ ასეთ გამოვლინებაზე მკაცრი პოზიცია გვექნება, აღარავითარ კომპრომისს ჩვენ აღარ დავუშვებთ! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილის შეფასებით, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს სამართალდამცავთა მიმართ მტრობას, რაც უნდა იყოს დაგმობილი.

“არცერთი კომპრომისი არ უნდა გატარდეს! ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს, ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე. ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაზე ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება. საბოლოო ჯამში, ქაოსის, დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე მკაცრი პოზიცია და პოლიტიკა გვექნება. აღარავითარ კომპრომისს ჩვენ აღარ დავუშვებთ! პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლიც აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა