ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქაოსის და დესტაბილიზაციის ფონი

პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქაოსის და დესტაბილიზაციის ფონი, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება, არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი დასძენს, პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი.

„კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე სამუშაოს ეწევიან პოლიციელები. თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებებში და ა.შ. ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. მძიმე სამუშაოს ემატება პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე.

ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაში. საბოლოო ჯამში, ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ.

პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი.

რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, ვახსენე, რომ ბატონ ვახტანგთან მქონდა საუბარი ამის თაობაზე. მას აქვს იდეები, რომელიც საჭიროებს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას და მე მზად ვარ, რომ მის უწყებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო და დავიწყოთ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა