ირაკლი ბერაია - ნაბიჯები, რაც შს სამინისტროში გადაიდგა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას

ის ნაბიჯები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბერაია დასძენს, ქართული პოლიცია განსაკუთრებულ დაფასებას და მხარდაჭერას იმსახურებს.

„განსაკუთრებულ დაფასებას და მხარდაჭერას იმსახურებს ჩვენი საამაყო ქართული პოლიცია, რომელიც მიუხედავად რადიკალების და უპასუხისმგებლო სუბიექტების მხრიდან აუტანელი შეურაცხყოფის კასკადისა, მაღალი პროფესიონალიზმით და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ის ნაბიჯები, რაც უწყებაში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ბატონმა ვახტანგმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა