ნინო წილოსანი - გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული გუნდი ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, შევქმნათ თანამედროვე აგრო-რეგიონი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 40 %-ზე მეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც წილოსანმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორში თანმიმდევრული რეფორმები წლების წინ დაიწყო.

მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა რამდენჯერმე ახსენა და არაშემთხვევით, სოფლის მეურნეობა და ჩვენი რეგიონების განვითარების აუცილებლობა.

მას ნათლად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აგრარულ სექტორში არსებული შესაძლებლობების გაზრდა, მცირემიწიანობის პრობლემის გადაჭრა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ ტექნიკით უზრუნველყოფა, პირველადი და მეორეული წარმოებების ხელშეწყობა, შესაბამისად გაზრდილი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში, რომელიც უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს სოფელში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანმა კოლეგებს შეახსენა, რომ წლების წინ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო და გაფართოვდა შეღავათიანი აგრო კრედიტი, დანერგე მომავალი, აგრო დაზღვევა და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამები სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის მონაცემებით შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა 24 000 მეტმა ბენეფიციარმა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 24 000 მეტ ადამიანთან მივიდა და დაეხმარა რათა სოფლის მეურნეობაში წარმატებისთვის მიეღწია.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილია 11 ათას 200-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ნინო წილოსანის განცხადებით, პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 1,749 განაცხადი, რომელიც 10 ათას ჰექტარზე ხილის ბაღების გაშენებას ითვალისწინებს, რისთვისაც სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 66 მილიონზე მეტი ლარი.

აგრო დაზღვევამ კი ამ წლების განმავლობაში 19 ათასზე მეტ ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შემოსავლის შენარჩუნების და რისკების შემცირების შესაძლებლობა მისცა - დაზღვეულ იქნა 828 მილიონამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.

„დღეს ჩვენ ვამტკიცებთ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელიც ისევე ინტენსიურად გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, როგორც აქამდე, იმ პირობით, რომ უფრო მეტ ადამიანთან მივალთ რეგიონებში. მე ოთხი წლის განმავლობაში გურიის რეგიონს წარმოვადგენდი პარლამენტში, მსგავსად სხვა რეგიონებისა, აქაც არათანაბარია აგრარული სექტორის განვითარება. ჩვენი განახლებული პოლიტიკით ეს უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათ.

ჩვენი პროგრამები უნდა მოვარგოთ რეგიონებს თავისი სპეციფიკის მიხედვით, რეგიონების პოტენციალის შესწავლით და ამის შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა უნდა იყოს პრიორიტეტი მომავალში. ასევე ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ სექტორში მყოფი ადამიანების საჭიროებებზე და თანმიმდევრულად, დროულად გადავწყვიტოთ ისინი.

ჩვენს პოლიტიკას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ადამიანებამდე აღწევს. აქამდე სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობდით და გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი ვართ. სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, რომ შევქმნათ თანამედროვე აგრო რეგიონი და ამ რთულ პოსტ პანდემიურ პერიოდშიც კი გამარჯვებული გამოვიდეთ სიღარიბის დაძლევის გზაზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა