მამუკა მდინარაძე - გავრილოვის ჩამოშვება შეცდომა იყო, სავარძელში წამოსკუპდებოდა თუ არა, ვერავინ დააზღვევდა

უნდა ვაღიაროთ, შეცდომა იყო გავრილოვის ჩამოშვება, შემდეგ წამოსკუპდებოდა თუ არა ამას ვერავინ დააზღვევდა, იქ თავში იყო შეცდომა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავენ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ორმაგი სტანდარტების ქვეყნის შექმნის უფლებას არ მისცემს.

"ამ ხალხს შეუძლია "გავრილოვები" გაწეროს, მაშინ, როცა გავრილოვის ჩამოსვლამდე 3 წლით ადრე "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი დირექტორი და სლოცკი ჩამოვიდნენ. მთელი რუსეთი და ევროპაც იცნობს ამ ადამიანებს, შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში არიან წარმომადგენლები. "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი დირექტორის ჩამოსვლა პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უჭერდა მხარს 2016 წელს, მაგრამ გავრილოვი ეს არის შენი ხინჯი, რომელსაც ვერასდროს მოიცილებ და შეუძლია ეს გვარი გეძახოს, ასეთი ორმაგი სტანდარტების ქვეყნის შექმნა უნდათ და ქაოსის შექმნა უნდათ ამ სტანდარტების გაყიდვის გზით",- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა