არმაზ ახვლედიანი - მორიდებით მივმართავ ილია მეორეს, მოუწოდოს ხელისუფლებას, არ გადადგას ქვეყნის მომავლისთვის გამოუსწორებელი, საფრთხის შემცველი უსამართლო და აგრესიული ნაბიჯები!

ქვეყანა უფსკრულის პირას დგას! ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადებებით , - ამის შესახებ პარლამენტის არჩეული დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ არმაზ ახვლედიანი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, საქართველოში მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარებაა.

„საქართველოში უკიდურესად მძიმე და სახიფათო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარება შეიქმნა! ქვეყანა უფსკრულის პირას დგას! ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადებებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების მუქარით და აღარ ტოვებს არავითარ შესაძლებლობას უმძიმესი კრიზისის განმუხტვისთვის.

საქართველოსთვის ამ საბედისწერო დროს მორიდებით მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით, მოუწოდოს ხელისუფლებას, არ გადადგას მის მიერ ჩაფიქრებული და დაგეგმილი, ქვეყნის მომავლისთვის გამოუსწორებელი საფრთხის შემცველი უსამართლო, აგრესიული ნაბიჯები! მოუწოდოს მხარეებს და უპირველესად, ხელისუფლებას, წინაპირობების გარეშე, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ასე, გონივრული კომპრომისებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთობლივად შევაჩეროთ პროცესი, რომელიც ულმობლად მიაქანებს ქვეყანას საბედისწერო უფსკრულისკენ“, - წერს ახვლედიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა