ჯანმო - ორგანიზაციას არ გააჩნია ინფორმაცია, რომელი ვაქცინა შეიძლება, წარმოადგენდეს საფრთხეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ დროისთვის არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი სახის ვაქცინა შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანებისთვის. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერთანამშრომელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელობანი საკითხია. პაციენტებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, რამდენად ეფექტურია უსაფრთხოების მონიტორინგი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინები ბაზარზე გამოჩნდა ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, ასეთ მონიტორინგს ყველა ქვეყანა აწარმოებს დამოუკიდებლად, ჯანმო კი, თავის მხრივ, მუშაობს საკოორდინაციო ასპექტებზე.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც მონაცემებს ყოველ კვირას განიხილავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის. ამ დროისთვის 200 მილიონი დოზა უკვე ათვისებულია სხვადასხვა ქვეყანაში და არ ყოფილა რაიმე სიგნალი, რომელიც ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა. ჩვენ გავაგრძელებთ მოცემული მონაცემების დამუშავებას და მონიტორინგს“ , - განაცხადა ჯანმოს ექსპერტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა