აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოვიდ 19-ის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საზოგადოებრივ შენობებსა და ტერიტორიებზე პარასკევს, მზის ჩასვლამდე, აშშ-ის დროშის დაშვების განკარგულება გასცა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაღუპული ამერიკელების რაოდენობა პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომისა და ვიეტნამის ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე მეტია.

”დღეს ჩვენ მართლაც საშინელ, გულსატკენ ეტაპს აღვნიშნავთ - 500 071 გარდაცვლილი ადამიანი. ჩვენ, როგორც ერს, უნდა გვახსოვდეს ისინი, რათა დავიწყოთ განკურნება, გაერთიანება და დავძლიოთ ეს პანდემია,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში სიმბოლურად, 500-ჯერ დარეკეს ზარი.

„ადამიანები, რომლებიც დავკარგეთ, არაჩვეულებრივები იყვნენ. ისინი თაობებს მოიცავდნენ, ამერიკაში დაბადებულები ან ემიგრირებულები იყვნენ. გვახსოვდეს თითოეული ადამიანი და მათი ცხოვრება,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა მოუწოდა ამერიკელებს, არ მოდუნდნენ პანდემიასთან ბრძოლაში, გააგრძელონ პირბადეების ტარება, დაიცვან სოციალური დისტანცია და მიიღონ ვაქცინა, როდესაც მათი ჯერი დადგება.

პრეზიდენმა, პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა, ასევე ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და მისმა მეუღლემ, დუგ ემჰოფმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნას. ისინი 500 დანთებულ სანთელთან, შავ ტანსაცმელში გამოწყობილები იდგნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა