ირანის უზენაესი ლიდერი - ურანის გამდიდრებას იმ დონემდე გავზრდით, რა დონემდეც ქვეყანას დასჭირდება, შესაძლოა 60%-მდეც

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანმა ურანი, შესაძლოა 60% -მდე გაამდიდროს, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება.

”ირანის ურანის გამდიდრების დონე 20% -ით არ შემოიფარგლება. ჩვენ მას იმ დონემდე გავზრდით, სადამდეც ქვეყანას დასჭირდება. შესაძლოა, 60% -მდე ”, - განაცხადა ხამენეიმ.

მისივე თქმით, ირანი ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის ზეწოლას არასდროს დაემორჩილება.

”ამერიკელებმა და ხელშეკრულების ევროპელმა მონაწილეებმა ირანის წინააღმდეგ უსამართლო ენა გამოიყენეს. ირანი ზეწოლას არ დაემორჩილება. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება ”, - აღნიშნა ხამენეიმ.

მისი მტკიცებით, ირანის მიზანს ურანის გამდიდრების იარაღის წარმოებაში გამოყენება არ წარმოადგენს.

”იმ საერთაშორისო სიონისტმა ჯამბაზმა (ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ) თქვა, ირანს ბირთვული იარაღის წარმოების ნებართვას არ მისცემენ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი განზრახვა რომ გვქონოდა, მასზე უფრო ძლიერიც კი ვერ შეგვაჩერებდა, ”- აღნიშნა ხამენეიმ.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე შეაჩეროს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია. გამდიდრებული ურანის გამოყენება შესაძლებელია ატომური იარაღის წარმოებაში. იარაღისთვის გამოსადეგად 90 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი მიიჩნევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა