ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს - მადლობელი ვარ იმ ეკონომიკური დახმარებისთვის, რაც ბელარუსს აღმოუჩინეთ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს გაწეული ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ იმ ეკონომიკური მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ ბელარუსს უწევთ. უნდა გაცნობოთ, რომ ეს დახმარება ამაო არ ყოფილა და ეს ფული არ გაფლანგულა,”- მიმართა ლუკაშენკომ პუტინს სოჭში გამართული მოლაპარაკებების დროს.

მედიის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. ბელარუსში მასშტაბური აქციები აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ ცნო და ალექსანდრე ლუკაშენკო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გუშინ სოჭში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა