კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, უიღურების მიმართ ჩინეთის დამოკიდებულების გენოციდად აღიარების შესახებ

კანადის პარლამენტმა დაამტკიცა წინადადება, რომლის მიხედვითაც, სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურების მიმართ ჩინეთის დამოკიდებულება გენოციდია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კანადის საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციური „კონსერვატიული პარტიის“ შუამდგომლობა 266 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

Reuters-ი წერს, რომ სამართლებრივად არასავალდებულო წინადადება ზეწოლას ახდენს ლიბერალ პრემიერ-მინისტრზე, ჯასთინ ტრუდოზე, რომ მთავრობამ პარლამენტის მაგალითს მიბაძოს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და მინისტრთა კაბინეტმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

ჩინეთის ელჩმა ოტავაში კონგ პეივუმ გენოციდთან დაკავშირებული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ”დასავლეთის ქვეყნებს არ შეუძლიათ შეაფასონ, თუ როგორი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ჩინეთში.

„სინძიანის პროვინციაში ე.წ. „გენოციდი“ არ არსებობს,“- აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო