„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი ოფისი დარბეულია

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დროს, პარტიის ოფისი დაარბიეს.

მათი ცნობით, დარბეულია რამდენიმე ოთახი, მათ შორის, პარტიის არქივის ოთახი და IT სამსახურის ოთახი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან წაღებულია სერვერი, გარე და შიდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, გახსნილია თანამშრომლების ნაწილის კომპიუტერები, ასევე წაღებულია ვინჩესტერები", - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა