„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თათბირობენ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან პარტიის მხარდამჭერები.

ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა