გია ვოლსკი - არავის დაჭერა კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის - სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს, სხვა მიმართულებით ემოქმედათ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ვინმეს დაკავება მშვიდობის მომტანი არ არის, მაგრამ არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს სხვა მიმართულებით მოქმედების საშუალება არ ჰქონდათ.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციამ მოახერხა და პროცესები სამართლებრივი ფორმიდან პოლიტიკურ ფორმატში გადაიყვანა.

„ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ასევე მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ მიმდინარეობდა ინტენსიური მცდელობა სამართლებრივი ფორმიდან პროცესები გადაეყვანათ პოლიტიკურ ფორმატში. უნდა აღვნიშნო, რომ ამას მიაღწიეს! შემდეგი ნაბიჯი იყო, თუ როგორ არ და ვერ მოქმედებს და ჩამოშლილია სახელმწიფო, როდესაც საკითხი ეხება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას. არავის დაჭერა, არავის დაკავება საქართველოში, რასაკვირველია, კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის. სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს სხვა მიმართულებით ემოქმედათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა