გია ვოლსკი - მოლაპარაკებებზე, რომელზეც გვეპატიჟებოდნენ, ერთი მთავარი ამოცანა იყო - თქვენ უნდა წახვიდეთ, სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა

მოლაპარაკებებზე, რომელზეც მაგიდასთან გვეპატიჟებოდნენ, იყო ერთი მთავარი ამოცანა - თქვენ უნდა წახვიდეთ და სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, წინადადება, რაც ხელისუფლებამ ოპონენტებისგან მიიღო „იყო ჰაერში გამოკიდებული, რაღაც დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა და სხვა არაფერი“.

„მოლაპარაკებებზე, რომელზეც მაგიდასთან გვეპატიჟებოდნენ, იყო ერთი მთავარი ამოცანა, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ და სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა. ეს იყო შემოთავაზება. რამდენად უფრო სამართლიანი და რამდენად უფრო დახვეწილია შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნება“ - ჩაიბარეთ, უხელმძღვანელეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უშველებელი ვალდებულებებით და ამავე დროს უშველებელი უფლება-მოვალეობებით; ამის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა, როგორი არჩევნები ჩავატაროთ - რიგგარეშე არჩევნები, განმეორებითი არჩევნები, ან იქნებ დავტოვოთ ის შედეგები, რომელსაც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი?! დანარჩენი შემოთავაზება, რაც ჩვენ ოპონენტებისგან მივიღეთ იყო ჰაერში გამოკიდებული, რაღაც დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა და სხვა არაფერი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავება განაპირობებს თუ არა დეესკალაციას და კრიზისის მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმას, ვოლსკი ამბობს, რომ „არაფერი სიკეთე იმისგან, რომ ნიკა მელია ასე ზვარაკად შესაწირად მიიყვანა „ნაცმოძრაობამ“ ამ ვითარებამდე, ამაში არ არსებობს“.

„მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, რომ ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამას ყველაფერს „ჯახი“ მოჰყვეს. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ „ჯახს“, ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. ეს ამოცანა იყო მთავარი. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა