ნინო ბურჯანაძე - ვისაც თავმოყვარეობა გვაქვს ვიბრძოლებთ, იქნება ფართომასშტაბიანი და ლოკალური აქციებიც

ვისაც თავმოყვარეობა გვაქვს ვიბრძოლებთ, იქნება ფართომასშტაბიანი და ლოკალური აქციებიც, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც დღეს, 15:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ხელისუფლების შიშზე მიანიშნებს.

„აქცია აბსოლუტურად სპონტანურად დაიგეგმა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რაც მოხდა. ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც კი არ მახსენდება, მითუმეტეს წითელი არმიის დღეს. დღეს შტურმს გამოვრიცხავდი, მაგრამ ასეთი ცინიკური ხელისუფლება გვყავს. ჩვენი გზავნილია, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი მეთოდით. ვისაც თავმოყვარეობა გვაქვს და ივანიშვილის თამაშში ჩაყოლას და კომიკური დიქტატურის შეგუებას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, იქნება ფართომასშტაბიანი და ლოკალური აქციებიც. დღეს რამდენიმე ლიდერი მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი დღე, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ დაიწყო“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა