მარკეტა გრეგორევა - ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის აისბერგის წვერია

საქართველოში აბსოლუტურად იმედის გამაცრუებელი მოვლენები ვითარდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოში აბსოლუტურად იმედის გამაცრუებელი მოვლენები ვითარდება. ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიული უკუსვლის აისბერგის წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიის გაზრდა ევროპისკენ წინსვლის გზა არ არის,“- წერს ჩეხი პოლიტიკოსი.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს