"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნინო ლომჯარიას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ მიმართონ პროტესტს, თუმცა მათთვის უპირველესი სახელმწიფო ინტერესებია.

ნიკა მელიას მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება ვფიქრობ, რომ არ იყო სათანადოდ დასაბუთებელი. კერძოდ, ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, რაც შეეხება თავად შტურმს, ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო, ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, რიგითი მოქალაქეები აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ მსგავსი სახით დაკავება გაამწვავებდა ვითარებას და ჩიხში შეიყვანდა სიტუაციას. დღეს შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენლებს და რაც მთავარია მათი განცხადებით, იქნება პროტესტი, თუმცა აცხადებენ, რომ უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები ეს ძალიან კრიტიკული გზა მათ უნდა გაიარონ ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს. ჩვენ ახლა ნამდვილად ვართ სახიფათო ნიშნულზე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ომბუდსმენი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევდა, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ის მზად არის წარდგეს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"სიამოვნებით ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს პარლამენტს კიდევ ერთხელ განვუმარტავ თუ რატომ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას წინასწარი დაკავება არ იყო დასაბუთებული და არ იყო მოზანშეწონილი. მოხარული ვიქნები თუ პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მომისმინოს", - აღნიშნა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა