ანა დოლიძე - ხელისუფლება პოლარიზების სანახაობას ვერ გადააყოლებს ქვეყანას

ხელისუფლება პოლარიზების სანახაობას ქვეყანას ვერ გადააყოლებს. დღეს საქართველო ევროატლანტიკური არჩევანის წინაშეა და ამ გზას ვერაფერი შეცვლის, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ნიკა მელიას დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. ხელისუფლება კი, რომელიც შეპყრობილია მარადიული მმართველობის სურვილით ყველაფერს აკეთებს, რომ ორპოლუსიანობის სცენარს გადააყოლოს მთელი ქვეყანა.

დიდი ხანია ვამბობს, რომ პოლარიზებული დღის წესრიგი კლავს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას და უკან გვრჩება ხალხის უმთავრესი გამოწვევები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დღეს აქციებს ვაწყობდეთ ვაქცინაციის მოთხოვნით, იმის მაგივრად რომ ვაპროტესტებდეთ უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს და ჩამონგრეული ეკონომიკას, ისევ სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის გავდივართ ქუჩაში.

ხელისუფლება პოლარიზების სანახაობას ვერ გადააყოლებს ქვეყანას. დღეს საქართველო ევროატლანტიკური არჩევანის წინაშეა და ამ გზას ვერაფერი შეცვლის,“ - წერს დოლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა