ანზორ ბიწაძე - თავმომწონედ გვეუბნებიან, რომ სპეცოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არავინ დაშავებულა, ეს არის ნიკა მელიას გადაწყვეტილების დამსახურება

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებით, ის რომ სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, ასი პროცენტით ნიკა მელიას დამსახურებაა. მისივე თქმით, ნიკა მელია ჯერ ციხეში უსამართლოდ გამოკეტეს და ახლა გომელაური და ღარიბაშვილი უსამართლოდ, საკუთარ თავზე იწერენ.

„თავმომწონედ გვეუბნებიან, რომ ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არავინ დაზარალებულა. ეს არის ნიკა მელიას გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც მან მიიღო გუშინ საღამოს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვთათბირობდით როგორ უნდა დაგვეცვა თავი ივანიშვილის და ღარიბაშვილის აგრესიისგან. ყველა ოპოზიციონერი კოლეგის და აქტივისტისადმი ნიკა მელიას პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ უპრეცენდენტოდ მშვიდობიანი ყოფილიყო მისი მხარდამჭერების და კოლეგების სამართალდამცავების დახვედრა. ასე, რომ მისი ამ დამსახურების უსინდისოდ მითვისებას, გომელაურმა და ღარიბაშვილმა თავი დაანებონ. ეს ნიკას დამსახურებაა!“ - განაცხადა ბიწაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა