სომხეთში, საპროტესტო აქციის დროს, 57 ადამიანი დააკავეს

ერევანში მთავრობის შენობასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 57 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მთავრობის შენობასთან სამართალდამცავების მობილიზება დილიდან განხორციელდა, რადგან ოპოზიციამ გუშინ დააანონსა, რომ დღეისთვის მთავრობის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. მთავრობის შენობასთან ფაშინიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების შეძახილები : „ნიკოლ, მოღალატე!“ „ნიკოლ, გადადექი!“ მოჰყვა.

სომხეთის ოპოზიციის მიერ დაფუძნებული „სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, საღამოს 6 საათისთვის ერევანში, მეტროსადგურ „რესპუბლიკის მოედანთან“ შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს