თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საბერძნეთის გამანადგურებლებმა ეგეოსის ზღვაში მათი კვლევითი გემი შეავიწროვეს

თურქეთის განცხადებით, საბერძნეთის ოთხმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ეგეოსის ზღვაში თურქეთის კუთვნილი ბუნებრივი რესურსების საძიებო გემი Cesme შეავიწროვა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, F-16-ის ტიპის ოთხი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი მათ კვლევით ხომალდს მიუახლოვდა და ერთმა მათგანმა ხომალდიდან ორი საზღვაო მილის დაშორებით სასიგნალო რაკეტა ისროლა.

ოფიციალური ათენი ბრალდებებს უარყოფს. საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ თვითმფრინავებს არასდროს შეუვიწროვებიათ თურქული გემი.

თურქეთის მორიგმა კვლევითმა ხომალდმა საქმიანობა ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთაშორისო წყლებში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თურქეთის საზღვაო ფლოტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი კვლევითი ხომალდი 18 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში საერთაშორისო წყლების არეალში კვლევას ატარებს. ეს ნაბიჯი საბერძნეთმა გააპროტესტა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა