ნინო ბურჯანაძე - მიუხედავად ხელისუფლების ამაზრზენი ქცევისა, არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე უარს - მთავარი პირობებია ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დევნის შეწყვეტა

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “მიუხედავად ხელისუფლების ამაზრზენი ქცევისა”, ოპოზიცია მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ფასილიტატორ ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მოლაპარაკების პირობად კვლავ რჩება ვადამდელი არჩევნების გამართვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

“ოპოზიციამ განაცხადა, რომ ჩვენ მიუხედავად ხელისუფლების აბსოლუტურად ამაზრზენი ქცევისა, როდესაც დღეს კობახიძემ ჩამონათვალი გააკეთა, შემდეგი ვინ დააპატიმრონ, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მცდელობა, არ გართულებულიყო ვითარება, ოპოზიციის სისუსტედ მოინათლა, ჩვენ არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე უარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რაიმე ტიპის შეთანხმება მოხდეს, თუ ნიკა მელია, პოლიტიკური პატიმრები დარჩებიან ციხეში, თუ პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, გამორიცხულია, პროცესი დალაგდეს. მთავარი პირობები არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა