ზურაბ ჯაფარიძე - ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, დავილაპარაკოთ! ასეთი რამ არ გამოუვათ!

ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, მე ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ! ეგეთი რამ არ გამოუვათ! პირობა არის ეს, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - ამის შესახებ „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერებმა და ელჩებმა თავიანთი პოზიციები დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს კიდევ ერთხელ გააცნეს.

„ასეთი საუბარი არ ყოფილა, რომ ჩვენ აქ რაიმე საკითხები დავაყენეთ და მათგან პასუხს ველოდებოდით. მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება, რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. შინაარსი იყო ის, დღეს ჩვენ განცხადებებში ვიხილეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე ევროკავშირის ელჩის. ახალი არაფერი ყოფილა. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით. იგივე, რაზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობდით. ელჩების პოზიცია ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით არ არსებობს. მათი პოზიცია იყო შეშფოთება. ჰქონდათ მცდელობა ესკალაცია არ მომხდარიყო, ამისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ მოხდა და ცხადია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა