ოლივერ ვარჰელი - ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა მხარემ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,”- წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა