ჯო ბაიდენი და ჯასტინ ტრუდო ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვიდეო ფორმატში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც პირობა დადეს, რომ ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ და კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად ერთად იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”შეერთებულ შტატებს კანადაზე უფრო ახლო მეგობარი არ ჰყავს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, პირველი სატელეფონო საუბარი და შეხვედრა სწორედ თქვენთან მქონდა,“- მიმართა ჯო ბაიდენმა ჯასტინ ტრუდოს.

დაახლოებით ორსაათიანი საუბრის შემდეგ, ორმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, რომლის მიზანი 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიზნის მიღწევა.

პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ ასევე მადლობა გადაუხადა ბაიდენს იმისთვის, რომ ჩინეთის მიერ ორი კანადელის, მაიკლ სპავორისა და მაიკლ კოვრიგის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

“ადამიანები ბარტერული ჩიპები არ არიან. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, სანამ მათ უსაფრთხო დაბრუნებას არ უზრუნველვყოფთ,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ლიდერები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მომარაგების ჯაჭვის უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასამყარებლად და პოსტ-პანდემიური ”ეკონომიკური აღდგენისთვის”, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი და ჯასტინ ტრუდო ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო