ჯანმო - გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა 20%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოწველი გართულებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 20% -ით შემცირდა.

„ფატალური შემთხვევების რაოდენობა სამი კვირის განმავლობაში კლებას განაგრძობდა. გასულ კვირას გარდაცვალების 66 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20% -ით ნაკლებია,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, კლებას განაგრძობს ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელიც და გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

„მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მეექვსე კვირაა კლებულობს, გასულ კვირას 2.4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11% -ით ნაკლებია,“- აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსის 110.7 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 2.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ჯანმო - გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა 20%-ით შემცირდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს