მალტელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისთვის დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვინსენტ მუსკატმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მონაწილეობდა ავტომობილის აფეთქებაში, რამაც რეპორტიორის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მუსკატს 15-წლიანი პატიმრობის გარდა 42 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

სასამართლო დარბაზში დანარჩენი ორი ბრალდებული, ძმები ჯორჯ და ალფრედ დეგიორგიოებიც, იმყოფებოდა, თუმცა მათ ბრალი არ უღიარებიათ.

53 წლის დაფნე კარუანა გალიცია 2017 წელს საკუთარ სახლთან ახლოს ავტომობილში ააფეთქეს. ის მალტელ პოლიტიკოსებსა და სხვა ჩინოვნიკებს კორუფციაში ხშირად ამხელდა.

იხილეთ ვიდეო:მალტელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო