ამერიკელი კონგრესმენები - "ქართული ოცნების" ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წევრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.

"საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას, თბილისში მომხდარი მოვლენების ხილვა დამთრგუნველი იყო. ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობისთვის სერიოზული საფრხის ქვეშ დგას გადამეტებული ძალის გამოყენებითა და არადემოკრატიული მოქმედებებით. პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობისკენ იმისათვის, რომ საქართველო ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის კურსს დაუბრუნდეს. ვშიშობთ, რომ უმცირესობათა პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა