მედია - უკრაინაში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 27 პოლიციელი დაშავდა

უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 27 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია კიევის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აქციის დროს მონაწილეებმა “წიწაკის სპრეი” და პიროტექნიკა გამოიყენეს. მათ არ მოახდინეს რეაგირება პოლიციის მოთხოვნაზე, არ ჩაედინათ დანაშაული, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება შეტაკებებში გადაიზარდა. ამის შედეგად 27 პოლიციელმა და ეროვნული გვარდიის წევრებმა თვალის დამწვრობა მიიღეს,“- აცხადებენ კიევის პოლიციის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის 24 მონაწილე დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ, ყველა გაათავისუფლეს.

ცნობისათვის, გუშინ "მარჯვენა სექტორის" კიევის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი სტერენკოს მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადამიანის გატაცებისთვის მსჯავრდებულ სტერნენკოს ოდესის სასამართლომ შვიდი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა და ქონების ნახევრის კონფისკაცია შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა