გერმანიის სასამართლომ სირიის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს პატიმრობა მიუსაჯა

გერმანიის სასამართლომ სირიის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ხელშეწყობისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 44 წლის მამაკაცს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან მონაწილეობა მიიღო 2011 წელს სირიის ქალაქ დუმაში ჩატარებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ადამიანების დაკავებასა და იზოლატორში წაყვანაში, სადაც ისინი აწამეს.

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კობლენცში გამოტანილი განაჩენი პირველია, როდესაც სირიის გარეთ არსებულმა სასამართლომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული წამების ფაქტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა შემთხვევებისთვის პრეცედენტი გახდება.

იხილეთ ვიდეო:გერმანიის სასამართლომ სირიის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს პატიმრობა მიუსაჯა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს