გიგი უგულავა - ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს

ივანიშვილის პირობებში ჩვენ შინაარსობრივად გავხდით რუსული ქვეყანა - ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა შექმნილი, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები იქნება.

„საქართველოს რეპუტაციას ლახავს ღარიბაშვილისნაირი პრემიერ-მინისტრი და შლეგი არაფორმალური მმართველი, რომელიც ამ თავის თოჯინებს ათამაშებს. ლიეტუვა არის საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი, იმიტომ რომ სწორედ ერთიანი გამოწვევა გვაქვს და ეს არის რუსეთი. რა თქმა უნდა, ჟიგიმანტას პავილიონის პოზიცია არის ღია - ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, ივანიშვილის პირობებში ჩვენ შინაარსობრივად გავხდით რუსული ქვეყანა. საქართველოს ჰყავს ერთი მტერი დღეს და ეს არის რუსეთი. პავილიონისი არის გეგმაზომიერი ლიეტუველი პატრიოტი, რომელიც რუსეთს და დიქტატურებს ებრძვის. ასე, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა, როგორც არ უნდა იწვალოთ მეგობრებო, როგორც არ უნდა მოჭრათ და გადაჭრათ ფაქტი ფაქტად დარჩება, ივანიშვილი აკეთებს რუსულ საქმეს, იმიტომ, რომ საქართველოს ამსგავსებს რუსეთს, დანარჩენი არის ლირიკა და ამით თავს ნუ დაიწყნარებთ. სიტუაციაა მძიმე, განმუხტვის საშუალებას გვაძლევს ერთი რამ - პოლიტპატიმრები გარეთ და რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს - გიგი უგულავა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა