ზაალ უდუმაშვილი - იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა - თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

იმ უგუნური შტურმის შემდეგ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა ფეხზე დადგა - თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი სანქციებია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების სივრცე მმართველმა გუნდმა ამოქოლა და ახლაც მათზეა დამოკიდებული პროცესის ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.

„იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ნამდვილად ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ, რომ მართლაც იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა. ასეთი რამ არ რჩება რეაგირების გარეშე და ეს განცხადებები სწორედ იმას მოწმობს, რომ თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება.

მოლაპარაკების სივრცე ამოქოლა მმართველმა გუნდმა და მათზეა ახლაც დამოკიდებული გახდის, თუ არა შესაძლებელს, რომ ეს პროცესი ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს, თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობებია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. ნიკა მელია, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყოს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა