“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ისინი სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ხვალიდან ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“საპროტესტო აქციები დაიწყება ხვალიდან, ვგულისხმობ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ოპოზიციას და საზოგადოებას აქვს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება- ნიკა მელია, გიორგი რურუა, ახალი არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ვიდრე ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება და ეპიცენტრი არ იქნება მხოლოდ თბილისი. ეს მოედება მთლიანად საქართველოს”, - განცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდს ეშინია საპროტესტო აქციების და სწორედ ამის გამო დატოვა 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა.

“კომენდანტის საათის” შემოღება თავიდანვე იყო პოლიტიკური ნიშნით გაკეთებული. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში არის მღელვარება და არის საშიშროება იმისა, რომ მასობრივი აქციები დაიწყოს, ამისთვის ხელისუფლებამ ბერკეტი მოიფიქრა, ამოეფარა პანდემიას და შემოიღო „კომენდანტის საათი“. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა იხსნება 8 მარტიდან, რჩება მხოლოდ „კომენდანტის საათი“. ეს ხომ წარმოუდგენელია? პირდაპირ ამბობს ხელისუფლება, რომ მეშინია თქვენი ხმამაღალი პროტესტის და ამიტომ ჩაკეტილი მეყოლებით 9 საათის შემდეგო. თითქოს საზოგადოება უნდა დაიმონონ, როცა მინდა ჩაგკეტავთ და როცა მინდა გამოგიშვებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. როცა მასშტაბური აქციები იქნება, შეეგუოს “ქართული ოცნება” იმას, რომ ჩვენ არ შევეგუებით „კომენდანტის საათს“. ეს „კომენდანტის საათიც“ ისევე ჩაბარდება წარსულს, როგორც ეს ხელისუფლება”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა