სომხური მედია - სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი კაბინეტის გადადგომას ითხოვენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატულია მწვავე უკმაყოფილება ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და 30-ზე მეტი სამხედრო მეთაური, ნათქვამია, რომ „პრემიერ - მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება”.

„დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდა შეიარაღებული ძალების ცილისწამების მიზნით მოქმედი მთავრობის შეტევებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი,“- ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, მთავრობის არაეფექტურმა ადმინისტრაციამ და სერიოზულმა შეცდომებმა საგარეო პოლიტიკაში ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს