მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგია, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი სამხედრო გადატრიალების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ხდება ეს.

„ჩვენ სახელმწიფო გადატრიალების და გადატრიალების მცდელობების წინააღმდეგი ვართ, სადაც არ უნდა იყოს ეს”, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, კავკასიამ სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი მოიპოვა, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება.

დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს „რესპუბლიკურ მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს