ნინო წილოსანი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას კი, ძირითადი ყურადღება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც იმავდროულად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეცაა, დაეთმო როგორც აგრარული მიმართულების საკითხებს, ასევე გენდერული თანასწორობის თემებს.

„შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს ორივე მიმართულება, როგორც აგრარული, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხები ელჩის და საელჩოსთვის აქტიური თანამშრომლობის მიმართულებებს წარმოადგენს. ისინი კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით აგრარულ სექტორში, მათ შორისაა, საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე რძის პროდუქტების წარმოების წახალისება და სხვა საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს კანონმდებლობას, თუ შემდეგ მის აღსრულებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც აგრარული კომიტეტიდან, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოდან, მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ საელჩოსთან და პირადად ქალბატონ ელჩთან", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული აქტივობებიც დაგეგმეს, როგორც აგრარული სექტორის განვითარების, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა