ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლის 28 თებერვლამდე გაახანგრძლივოს შემზღუდავი ზომები მაღალი დონის ჩინოვნიკებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელორუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების, ძალადობრივ რეპრესიებსა და დაშინებაზე, ასევე საარჩევნო თაღლითობებზე“, - წერია ინფორმაციაში.

ევროკავშირის საბჭოს მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ეტაპობრივად დაწესებული სანქციები ამჟამად ეხება 88 ფიზიკურ პირს, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ასევე 7 ორგანიზაციას. შემზღუდავი ზომები მოიცავს ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბელორუსში მოვლენათა განვითარებას. ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიაზე მათი ლეგიტიმური მოთხოვნის კუთხით, მათ შორის მხარდაჭერის გზით სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო