პროკურატურა განმარტავს, რით არის  განპირობებული პროკურატურის მზაობა მიმართოს სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით

დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის, ნიკა მელიას მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე , - ამის შესახებ საქრთველოს გენერალურ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ნიკანორ მელიას მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ განაპირობა.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ნიკა მელიას მხრიდან გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას გირაო პატიმრობით არ შეეცვლებოდა.

პროკურატურაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პროკურატურის მზაობა - მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან არის განპირობებული.

ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი. მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას. პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ განაპირობა, ვინაიდან მისი მხრიდან გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას გირაო პატიმრობით არ შეეცვლებოდა.

სწორედ ამიტომ, დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე მზადაა მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს