პროკურატურა განმარტავს, რით არის  განპირობებული პროკურატურის მზაობა მიმართოს სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით

დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის, ნიკა მელიას მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე , - ამის შესახებ საქრთველოს გენერალურ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ნიკანორ მელიას მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ განაპირობა.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ნიკა მელიას მხრიდან გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას გირაო პატიმრობით არ შეეცვლებოდა.

პროკურატურაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პროკურატურის მზაობა - მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან არის განპირობებული.

“ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი. მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას. პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ განაპირობა, ვინაიდან მისი მხრიდან გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას გირაო პატიმრობით არ შეეცვლებოდა.

სწორედ ამიტომ, დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე მზადაა მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს