ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა.

ოფიციალური ინფორმაციით, შარლ მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ესტუმრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჯერ მოლდოვაში გამართავს შეხვედრებს, შემდეგ კი საქართველოში გაემგზავრება.

მისი შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან. ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ საზღვარს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრება.

„ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ ჩვენი საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღის წესრიგში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია