აშშ-მა სირიაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ფორმირებების წინააღმდეგ, ავიაიერიში განახორციელა

აშშ-მა სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ფორმირებების ობიექტების წინააღმდეგ, ავიაიერიში განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ერაყში ამერიკელი და კოალიციის ჯარისკაცების წინააღმდეგ ბოლო დროს მოწყობილი სარაკეტო თავდასხმების პასუხად გადადგა.

”პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლთა დაჯგუფებები აღმოსავლეთ სირიაში. პრეზიდენტი ბაიდენი იმოქმედებს ამერიკელი და კოალიციის პერსონალის დასაცავად”, - აღნიშნულია პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად მრავალი ობიექტი განადგურდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფები, მათ შორის „კატაიბ ჰეზბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადა“ იყენებდნენ.

იხილეთ ვიდეო:აშშ-მა სირიაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ფორმირებების წინააღმდეგ, ავიაიერიში განახორციელა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა