აშშ-ის დაზვერვის სამსახური - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დატყვევების ან მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

”ჩვენი შეფასებით, თურქეთში, სტამბოლში, საუდის არაბელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის დატყვევების ან მკვლელობის ოპერაცია საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაამტკიცა”, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ანგარიშში.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა. ბლინკენის თქმით, სანქციების თანახმად, რომელსაც „ხაშოგის აკრძალვა“ ეწოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა 76 პირს აეკრძალება. სასანქციო სიაში თავად მუჰამედ ბინ სალმანი არ შედის.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საუდის არაბეთის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანგარიში „უარყოფითი, ცრუ და მიუღებელია“.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის დროს 2018 წელს მოკლეს.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის დაზვერვის სამსახური - ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა